ფიზიკური ძალადობა მას ადრეც ახასიათებდა, როცა წიხლებით შევარდა ავტობუსის ფანჯარაში - გია ვოლსკი დავით კირკიტაძეზე

ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, ოპოზიციონერ პოლიტიკოს დავით კირკიტაძეს ფიზიკური ძალადობა ადრეც ახასიათებდა.

"ფაქტია, რომ ჩაიდინა დანაშაული და ამ დანაშაულს გარკვეული რეაგირება უნდა მოჰყვეს. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ დანაშაულის, საერთოდ ეს ფიზიკური ძალადობა მას ადრეც ახასიათებდა. სასამართლო გადაწყვეტს, ვინ არის დამნაშავე და შეიძლება თუ არა იგივე შეღავათის დაშვება დავით კირკიტაძის მიმართ, როდესაც ეს ადრე იყო დაშვებული. როცა კირკიტაძე აშკარად თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, წიხლებით შევარდა ავტობუსის ფანჯარაში ,“- აცხადებს გიორგი ვოლსკი.

პროკურატურამ რუსთავში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, ოპოზიციონერი დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება 24 ოქტომბერს მომხდარ დაპირისპირებას. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ აქტივისტს, რომელიც ოფისთან საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად მივიდა, დავით კირკიტაძე, კამათის შემდეგ, ფიზიკურად უპირისპირდება.