"ეს არის რევოლუციური აღტკინება" - ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე

ირაკლი ქადაგიშვილი

"ეს არის რევოლუციური აღტკინება, რომელსაც გახარიასთან ერთად მიაღწია, არაფრის მომცემი იქნება მიხეილ სააკაშვილისთვის. დამშვიდდეს სადაც არის იქ",  ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ რუსთავი წაართვეს და უახლოეს პერიოდში წაართმევენ ბათუმს, შემდეგ კი ზუგდიდს".

"სამხედრო რიტორიკაშია გადავარდნილი, დემოკრატიულ რიტორიკას ეს ადამიანი ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც საერთაშორისო ურთიერთობებში ვერ დაუბრუნდა. "წავართვით", "წავგლიჯეთ", არაფერი გამოუვა.  ეს რევოლუციური აღტკინება, რომელსაც გახარიასთან ერთად მიაღწია, არაფრის მომცემი იქნება და დამშვიდდეს სადაც არის, იქ", - განაცხადა ქადაგიშვილმა.