ზელენსკი კანადაში გაემგზავრა

ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში გაემგზავრა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადისკენ მიმავალ გზაზე ისლანდიაში, კებლავიკის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

„კანადისკენ გზაზე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირს შევხვდი. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის ზამთრისთვის მზადების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები“, - წერს ზელენსკი X-ზე.