თორნიკე ჭეიშვილი „ასავალ-დასავალის“ სტატიებზე: ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას

თორნიკე ჭეიშვილი

სწორედ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

იგი ასე აფასებს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დასაცავად და ხელისუფლებაზე შეტევის მიზნით გამოქვეყნებულ სტატიებს.

„გასაგებია, ეს ვის ინტერესებში შეიძლება, შედიოდეს. ზოგადად, ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ როდესაც არსებობს კონკრეტული სამართლებრივი კითხვები, რა თქმა უნდა, ამ კითხვებს უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. ტრადიციულად, როდესაც არ არის კონკრეტული პასუხები, ან ეს პასუხები არის არადამაჯერებელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი მხარე ცდილობს, რომ მაქსიმალურად შეიკავოს თავი კომუნიკაციისგან და სავარაუდოდ, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა ჭეიშვილმა.

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვისა და ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევის ფონზე, გამოცემის რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი "ქრონიკის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.