„სავალდებულო სამხედრო გაწვევა, ომი, ქაოსი...“ - ჩინეთის „ნოსტრდამუსის“ წინასწარმეტყველება 2027 წლისთვის

ჩინეთის „ნოსტრდამუსი“

ჩინეთის „ნოსტრადამუსი“, სიუეჩინ ძიანგი, 2027 წლისთვის მძიმე მოვლენებს პროგნოზირებს.

ჩინეთის „ნოსტრადამუსმა“ იწინასწარმეტყველა, რომ 2027 წელს აშშ-სა და ირანს შორის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება, პარალელურად კი, შეერთებულ შტატებში შიდა დაპირისპირება შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს.

სიუეჩინ ძიანგი პროფესორია, რომელიც წარსულში განვითარებულ მოვლენებს აანალიზებს და მათ საფუძველზე მომავალ გეოპოლიტიკურ პროცესებს პროგნოზირებს.

ძიანგის თქმით, 2024 წელს მან ივარაუდა, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს კვლავ დაიკავებდა და ირანთან ომში ჩაერთვებოდა. მისი თქმით, ორივე პროგნოზი გამართლდა.

მისი თქმით, აშშ-ს მოსახლეობის უკმაყოფილება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაიზრდება.

ძიანგის პროგნოზით, ეკონომიკური კოლაფსი მასობრივ არეულობებსა და საპროტესტო გამოსვლებს გამოიწვევს, რაც საბოლოოდ შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს.

ძიანგის პროგნოზით, ირანში კონფლიქტი დასრულების ნაცვლად კიდევ უფრო გამწვავდება.

მისი თქმით, რეგიონში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება, რასაც შესაძლოა აშშ-ის სახმელეთო ჯარების ირანში შეჭრა მოჰყვეს.

მისი ვარაუდით, ამის შედეგად ამერიკის მთავრობა შესაძლოა სავალდებულო სამხედრო გაწვევას აღადგენდეს, რაც 18 წლის და უფროსი ასაკის მამაკაცების სამხედრო სამსახურში გაწვევას გულისხმობს.