დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოზე დააყენეს შუამდგომლობა, მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმის დაშვების შესახებ, თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლეს თქმით, არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არასათანადოდ ეპყრობიან.
"პატიმარი, რომელიც ითხოვს სამედიცინო დახმარებას და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ხორციელდება არაჰუმანური მოპყრობა და მას არ უწევენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას, სასამართლომ უნდა მიმართოს სასჯელაღსრულების დაწესებულების გენერალურ დირექტორს, სასამართლო ვალდებულია, რომ ასეთ განცხადებაზე გააკეთოს რეაგირება. მოსამართლემ განგვიმარტა, რომ ამ ეტაპზე ამ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს,"-აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია.
პროცესის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემაც.
"არსებობს მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუ სასამართლოს გაუჩნდება ეჭვი, რომ ბრალდებულის მიმართ ხორციელდება არაადამიანური მოპყრობა, მიმართოს შესაბამის ორგანოებს. ბრალდების მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გაუჩნდებოდა თუ არა ეს ეჭვი სასამართლოს, გადაწყვეტილება თავად უნდა მიეღო, ჩვენ ვნახეთ, რომ მან ეს გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა.
მიხეილ სააკაშვილი კანონიერად სახელმწიფოში არ შემოსულა, მან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ეს დადასტურებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებით. რაც შეეხება არგუმენტს, რომ არ შეიძლება დავსაჯოთ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტი, ამაზე არსებობს კანონმდებლობის მოთხოვნა და ბრალი აქვს წარდგენილი,"- აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.