საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
გარდაიცვალა ცნობილი იურისტი და ადვოკატი ეკა კოკიჩაიშვილი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურიდიული კომპანია MKD Law-ის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დაგვტოვა ჩვენმა ეკამ. მწუხარება განუზომელია…“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.
ეკატერინე (ეკა) კოკიჩაიშვილი წლების განმავლობაში MKD Law-ში მუშაობდა და კომპანიაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკა კოკიჩაიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.