დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუჩის პროტესტსა და საპარლამენტო მუშაობას შორს არჩევანი გააკეთა - ამ ეტაპზე, „ფორმადაკარგული“ პარტია აქტიურ საპარლამენტო მუშაობაში ერთვება. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის დარეგისტრირებას გეგმავს.
განვითარებული პროცესების ფონზე, შესუსტდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი კამპანია და შეეგუა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ რომ სააკაშვილს ციხეში ყოფნა მოუწევს, საკითხზე „პრაიმტაიმთან“ პოლიტიკის ანალიტიკოსი, ვლადიმერ ბოჟაძე საუბრობს. როგორც ექსპერტი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე, ადასტურებს, რომ პარტია სააკაშვილის ციხეში ყოფნის გადაწყვეტილებას შეურიგდა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩის პროტესტის აგორებას ვერ ახერხებს.
„როგორც ჩანს, სააკაშვილი და მისი პარტია შეეგუა იმას, რომ ექსპრეზიდენტი იქნება ციხეში იმდენი ხანს, რამდენიც მიუსაჯა სასამართლომ. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება შეეწყვიტათ ბოიკოტი და დაბრუნებულიყვნენ პარლამენტში, რაც ცალსახად, დადებითი მოვლენაა. ისინი არა მხოლოდ შეეგუვნენ, რომ სააკაშვილს მოუწევს ციხეში ჯდომა, არამედ დაჰყვნენ დასავლელი პარტნიორების მოწოდებას.
ქუჩის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებში დარჩება, მაგრამ ასეთი პროტესტიც რომ არ შედგა, ესეც ვნახეთ, რადგან ხალხის მობილიზებას ვერ ახერხებენ. მოგეხსენებათ, „ნაციონალურ მოძრაობა“ ლაპარაკობდა არჩევნების გაყალბებაზე, რაც რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო და ესეც, ბუნებრივია, ვერ შედგა. ისინი ახლა რაიმე ფორმით ეცდებიან, რომ რევოლუციური სცენარის გეგმას დაუბრუნდნენ, მაგრამ ეს სტრატეგია ახლაც ვერ გაამართლებს“,- განაცხადა ბოჟაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო მუშაობას უბრუნდება.