არ მესმის ე.წ. შავი სიის შინაარსი - მიხეილ დაუშვილი

დაუშვილი

"არ მესმის ე.წ. შავი სიის შინაარსი", – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა საქართველოს მესამე რპეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ე.წ. შავ სიას, მე არ მესმის შავი სიის შინაარსი. მესმის ერთი რამ, თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება, გამოძიება და ადეკვატური სასჯელის აღსრულება. შავი სიის შინაარსი ჩემთვის გაუგებარია“, - განაცხადა დაუშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა შავი სიის შექმნას ითხოვს.