დათვი შეგხვდა და მაგის გამო წამოვედით ტყეში... - სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების პირველი კომენტარი

გიორგი გვიჩიანი

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ ლენტეხის ცენტრში ჩავიდნენ. გვიჩიანი ჰყვება, როგორ შეიცვალეს მარშრუტი ქედზე გადაადგილებისას:

„ძალიან მარტივად, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც დაახლოებით 200 მეტრში შეგვხდა დათვი, მაგის მერე წამოვყევით ტყეში და ვიარეთ 4 დღე.

ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. კვალი არ აგვრევია, უბრალოდ, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ დათვის გამო და ჩამოვედით ტყეებით, არაფერი არ აგვრევია მოკლედ, ჩვენი ფეხით ჩამოვედით ბოლომდე. ჩამოვედით ტყით, პირველივე ოჯახს ვკითხე მაღაზია და თქვენ გეძებენ სავარაუდოდო", - ყვება გიორგი გვიჩიანი.