დაათვალიერეთ, არუნ ხათრის მდიდრული სახლი ინდოეთში - ვიდეო
1726417188
ყაზახეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოაწერა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ალიხან სმაილოვმა დაიკავა, რომელიც წინა მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერი იყო.
თანამდებობები შეინარჩუნა რამდენიმე ძველმა მინისტრმა. ცვლილებები არ შეეხო შსს-ს, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს.