გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1738734308
რამდენიმედღიანი შეფერხების შემდეგ ყაზახეთსა და საქართველოს შორის ფრენები ნაწილობრივ აღდგა. ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში ყაზახეთიდან დღეს სულ 4 თვითმფრინავი დაეშვა.
აქტაუსა და ატირაუს აეროპორტებიდან საერთო ჯამში 87 მგზავრი ჩამოფრინდა. მათ შორის 60-მდე ადამიანი საქართველოს მოქალაქეა.
კონფლიქტის ზონიდან დაბრუნებულები აცხადებენ, რომ ქალაქ აქტაუში, ვითარება, ალმათისგან განსხვავებულია და შედარებით სიმშვიდეა. მათი თქმით, ადგილზე პირველადი საჭიროების ნივთებზე და პროდუქტებზე პრობლემა არ ჰქონდათ, თუმცა ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდულად მიეწოდებათ.
ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ფრენები ქუთაისის აეროპორტიდანაც განახლდა. ფრენები ხვალაც გაგრძელდება.