ვინ არის ელენე ზურაბიშვილის შეყვარებული და რა აკავშირებს მას ნეიმართან
1770925080
რუსეთმა სამშვიდობო ძალების ყაზახეთში შეყვანა დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისათვის სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის გადაყვანა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით ხდება. სამხედრო ნაწილებმა უკვე დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება", - წერია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის განცხადებაში.