ევროკავშირი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

EEAS

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) განცხადებას ავრცელებს.

„ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობითა და თავშეკავებით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელმაც ძალადობის შემდგომი ესკალაცია შეიძლება გამოიწვიოს.

მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას ვაღიარებთ, თუმცა ევროკავშირი მოელის, რომ დემონსტრაცია არაძალადობრივი დარჩება და ძალადობის ყოველგვარი წაქეზება თავიდან იქნება აცილებული.

ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის ფუნდამენტურ უფლებას და პროპორციულად გამოიყენოს ძალა უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესების დაცვისას“,- აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის მთავრობამ 4 იანვარს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ქალაქ ალმათიში და ყაზახეთის ორ ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.