ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს - 22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
1734862563
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად სრულდება.
უწყების ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
„ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58.
რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს",- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში მასობრივი არეულობის ფონზე, ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.