რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
11.10.2022 რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს...
რუსეთის აგრესია უკრაინაში გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტის ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 14 ადამიანი, 100-მდე კი დაიჭრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 61-ზე მეტი სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 92 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ევროკავშირის ელჩებს აკრიტიკებს. ამის შესახებ განცხადება ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე გააკეთა.
მან მოუწოდა სხვადასხვა ქვეყანაში მივლენილ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელ პირებს, უფრო სწრაფად მიაწოდონ ინფორმაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ უწყებას.
მისივე თქმით, დიპლომატიური მისიები ხშირად ძალიან ნელა რეაგირებენ ადგილზე მიმდინარე მოვლენებზე.
„მე მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში. მე მინდა ინფორმაცია თქვენგან და არა ჟურნალისტებისგან“, – განაცხადა ბორელმა.
11 ოქტომბერს ღამით რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ამბობს, რომ სარაკეტო იერიშის სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.
საქალაქო საბჭოს მდივანი, ანატოლი კურტევი კი აცხადებს, რომ დაზიანდა სასწავლო დაწესებულებები, სამედიცინო დაწესებულებები და საცხოვრებელი სახლები.
არიან დაშავებულები.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორშაბათს ტვიტერზე დაწერა, რომ „შოკირებული და შეძრწუნებულია უკრაინის ქალაქებზე სასტიკი თავდასხმების გამო“.
„პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს: სისასტიკე და ტერორი. ვიცი, რომ უკრაინელები ძლიერები დარჩებიან. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც ეს დასჭირდება, ყველა იმ საშუალებით, რაც გვაქვს“, - ნათქვამია ტვიტერში.
10 ოქტომბერს კიევის რეგიონის დაბომბვისას, ლომი ნატალია პოპოვასა და უცხოველთა ველური ცხოველების სამაშველო ცენტრიდან, დაშავდა.
„ეს არის ლომი, რომელიც ახლა დროებით იმყოფება ველური ცხოველების სამაშველო ცენტრში. დღევანდელი თავდასხმის დროს კიევზე, ის ძალიან შეშინებული იყო ძლიერი აფეთქებებით და გაქცევის მცდელობისას, თავს ურტყამდა ვოლიერს. რუსეთი აწვდის თავის ბინძურ ხელებს თითოეულ ჩვენგანს: ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, გარეულ ცხოველებს. თუმცა გვჯერა, რომ ეს გლობალური ბოროტება ძალიან მალე დაისჯება“, - ნათქვამია წერილში.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას რამდენიმე დღეში გადასცემს.
„კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განახლებული სარაკეტო თავდასხმა ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება. რუსეთის თავდასხმები ატერორებს განსაკუთრებით მშვიდობიან მოსახლეობას. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა [უკრაინას] მხარდაჭერას ვუწევთ განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის იარაღით“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
უკრაინაში ოკუპანტების თავდასხმას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ქართველი ქართულ ლეგიონში მსახურობდა და დღეს, გამთენიისას, სარაკეტო იერიშის დროს დაიღუპა.
დაღუპული გმირი, წალენჯიხის მკვიდრი, 44 წლის ედიშერ კვარაცხელიაა.
ევროკავშირი კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის საშინელ თავდასხმებს გმობს და აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია.
„მშვიდობიანი მოქალაქეების რაკეტების სეტყვის მიზანში ამოღება სიტუაციის შემდგომი ესკალაციაა. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ამ საზარელ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის ის, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ კანადელ კოლეგას, მელანი ჯოლს ესაუბრა, რომელმაც რომელმაც "დაარწმუნა, რომ რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმებზე პასუხი უკრაინის უფრო მტკიცე პრაქტიკული მხარდაჭერა იქნება".
"მე ვესაუბრე ჩემს კანადელ კოლეგას მელანი ჯოლს, რომელმაც დამარწმუნა, რომ რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმებზე პასუხი კიდევ უფრო მტკიცე პრაქტიკული მხარდაჭერა იქნება უკრაინისთვის. მე ხაზგასმით აღვნიშნე: პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ ძალები, რათა უკრაინას სასწრაფოდ მიაწოდონ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები", - წერს კულება Twitter-ზე.
ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტის შემდეგ პირისპირ შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული.
„კავშირის სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე გამწვავებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკის რეგიონალური დაჯგუფების განლაგებაზე. ეს ყველაფერი არის ჩვენი დოკუმენტების მიხედვით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ის დარწმუნებულია, რომ ბელორუსიას საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, უკვე დაწყებულია რუსეთ-ბელორუსული ერთობლივი ჯგუფის ჩამოყალიბება.
„ეს, ჩემი აზრით, ორი დღეა გრძელდება. ჩემი ბრძანება გაცემულია, რომ დაგვეწყო ამ ჯგუფის შექმნა“, - განაცხადა ბელორუსის ხელმძღვანელმა.
პრემიერ მინისტრის, დენის შმიგალის თქმით, კიევში და უკრაინის რვა სხვა რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის თერთმეტი ადგილი დაზარალდა. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დროებითი შეფერხებისთვის ელექტროენერგიის კავშირების და წყალმომარაგების თვალსაზრისით“,- ამბობს პრემიერი.
„ღრმად შეძრწუნებული ვარ რუსეთის თავდასხმებით კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ასეთ ქმედებებს არ აქვთ ადგილი 21-ე საუკუნეში. მე ვგმობ მათ უმკაცრესად. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო დახმარება გზაშია", - წერს EU-ის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი „დიდი შვიდეულის“ სხდომის სასწრაფო დანიშვნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ზელენსკი „ტვიტერზე" წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სხდომაზე დაგეგმილია მისი გამოსვლა, რომლის დროსაც ზელენსკი „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე“ ისაუბრებს.
„ასევე, განვიხილავთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხს," - აღნიშნა ზელენსკიმ.
„შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას! “, -წერს Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტი.
ჩვენი სიმამაცე არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენი დედაქალაქის შუაგულს ხვდებიან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს.
„ეს რაკეტები ვერც ჩვენი მოკავშირეების სიმტკიცეს შეარყევენ. ერთადერთი, რასაც ისინი შეუქცევად ანადგურებენ, არის რუსეთის მომავალი - გლობალურად საზიზღარი თაღლითი ტერორისტული სახელმწიფოს მომავალი. რუსეთის სარაკეტო ტერორზე საუკეთესო პასუხი არის უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება - დაიცავით ცა უკრაინის თავზე! ეს დაიცავს ჩვენ ქალაქებს და ჩვენ ხალხს. ეს დაიცავს ევროპის მომავალს. ბოროტება უნდა დაისაჯოს“, - წერს მინისტრი.
მრავალი რუსული სარაკეტო დარტყმა უკრაინაში. პუტინის ერთადერთი ტაქტიკა არის ტერორი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე, მაგრამ ის ვერ დაანგრევს უკრაინას. ეს ასევე არის მისი პასუხი ყველა "დამწყნარებელზე", ვისაც სურს მასთან მშვიდობაზე საუბარი: პუტინი არის ტერორისტი, რომელიც რაკეტებით საუბრობს.
VIDEO: „ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგაც“ - ზელენსკი
„დილა რთულია. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული "შაჰიდები". მათ ორი სამიზნე აქვთ.
ენერგეტიკული ობიექტები - მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიევის რეგიონი და ხმელნიცკის ოლქი, ლვივი და დნიპრო, ვინიცია, ფრანკივის ოლქი, ზაპოროჟიე, სუმის რეგიონი, ხარკოვის ოლქი, ჟიტორმირის რეგიონი, კიროვოგრადის რეგიონი, სამხრეთი. მათ უნდათ პანიკა და ქაოსი, უნდათ გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. უიმედოები არიან. მეორე სამიზნე ხალხია. ასეთი დრო და ასეთი სამიზნეები სპეციალურად შეირჩა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოეყენებინათ. დარჩით დღეს თავშესაფრებში. ყოველთვის დაიცავით უსაფრთხოების წესები. და ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგაც“, - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვს.
ჟიტომირის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბუნეჩკო წერს, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა განადგურდა ჟიტომირის რეგიონის დაბომბვის შედეგად. აფეთქებების ხმა სუმის ოლქშიც ისმის.
ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, ქალაქში დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა. მან მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
ასევე, 6 რაკეტა ჩამოაგდეს კიევის რეგიონში. ორი - ზდვიჟევკასა და ბოროდიანკას შორის, ხოლო 4 - სოფლების სინიაკისა და გავრილოვკის მახლობლად. ბუჩანსკის მერის თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა, ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რაკეტების ფრაგმენტები ტყეში ჩავარდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს, მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მასობრივი სარაკეტო თავდასხმებისა და უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმების გარდა, შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გაუშვეს.
დილიდან განგაშის სიგნალებია ჩართული უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში. მასიურად დაიბომბა სხვადასხვა ოლქები. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ზალუჟნი ამბობს, რომ უკრაინის მასშტაბით ამ დროისთვის 75 რაკეტა იქნა გასროლილი, მათგან 41-ის ჩამოგდება უკრაინულმა ძალებმა შეძლეს. „შეტევა გრძელდება, დარჩით თავშესაფრები!“ - ამბობს ზალუჟნი.
სასწაულებრივად გადარჩენილი კაცი კლიჩკოს ხიდის აფეთქებისას. მას უკრაინულმა მედიამ "ბედნიერი კაცი" უწოდა.
ლვოვში, რუსების მასიური თავდასხმების გამო, მობილურ კავშირში შეფერხებები იყო. „ქალაქში მობილურ კავშირში შეფერხებები დროებითია. ოპერატორი ამბობს, რომ ახლა მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა მან.გარდა ამისა, სადოვოის თქმით, დღეს ლვოვის სკოლებში სწავლა დისტანციურად ჩატარდება. „ონლაინ გაკვეთილი განგაშის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ დაიწყება“, – განაცხადა მერმა.
ორშაბათს, 10 ოქტომბერს, დილით, რუსმა ოკუპანტებმა მასიური თავდასხმა მოაწყვეს უკრაინის ქალაქებზე. თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც.