ავარია სითი მოლთან - სავარაუდოდ, დაზიანებულია 8 მანქანა
1795353015
85 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა ერთი თვით გადაიდო.
გადადების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.
პროკურატურის განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი შველიძისთვის დანიშნული ექსპერტიზების პასუხები ჯერ მიღებული არ არის და საქმეზე მტკიცებულებების შეგროვება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ წარსულში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევ 23 წლის გიორგი შველიძეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში მცხოვრები 85 წლის ელიკო ასაბაშვილის მკვლელობა ედება ბრალად.
მკვლელობის დროისათვის. შველიძე პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული