მესი

1782247590

მაგიური ცაციას „ტანგო“ გრძელდება... - ფეხბურთის ყველაზე სრულყოფილი გენიოსი 39 წლის გახდა

„მესისთვის ერთი კაცის მოტყუება ისევე იოლია, როგორც მზესუმზირის კნატუნი. იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, როცა რამდენიმე მეტოქე ეხვევა, თავისუფლად შეუძლია 4-5 მოწინააღმდეგისგან თავის დაღწევა და კარის დალაშქვრა“ - („პალიტრაL“-ის ბიოგრაფიული წიგნი „მესი“)კაცი, რომელმაც ფეხბურთი ხელოვნებად აქცია, დღეს 39 წლის გახდა. ამ ასაკში არგენტინელი ვარსკვლავი კვლავ ამტკიცებს, რომ ფეხბურთის ყველაზე სრულყოფილი სასწაულია... ხოლო ბებიის მიერ ერთხელ გაკეთებული არჩევანი, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მსოფლიო ფეხბურთისთვის.                                         როდესაც შეუძლებელი ხდება შესაძლებელილიონელ მესის საფეხბურთო კარიერის დაწყება მის ბებიას უკავშირდება. როგორც მის ბიოგრაფიულ წიგნშია აღწერილი, სწორედ ბებიის დამსახურებით აღმოჩნდა პატარა ლეო პირველად ოფიციალურ მატჩში.ერთ-ერთ დღეს ბებიამ ფეხბურთის საყურებლად წაიყვანა. მატჩის დაწყება ჭიანურდებოდა, რადგან ერთ-ერთ ფეხბურთელს დააგვიანდა. სწორედ მაშინ უთქვამს პატარა მესის, რომ თავად სურდა თამაში.ბებიამ მწვრთნელს მიმართა და ბიჭისთვის შანსი ითხოვა. ასე გავიდა 6 წლის ლიონელ მესი პირველად ოფიციალურ მატჩში. დებიუტი კი წარმატებული აღმოჩნდა – მომავალმა მსოფლიო ვარსკვლავმა პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ისტორია, რომელმაც ფეხბურთის სამყარო შეცვალა.                                          მაგიური ცაციას უკანასკნელი ტანგო მუნდიალზე...როცა ეგონათ, რომ ყველაფერი უკვე მოიგო, როცა ამბობდნენ, რომ ასაკმა თავისი ქნა, როცა ფიქრობდნენ, რომ ეს იყო უკანასკნელი ტანგო - მესი ისევ დაფრინავს.39 წლის ასაკში ის ისე თამაშობს, როგორც 27 წლის ასაკში. ის ბურთის ფლობის გენიოსია, რომელმაც ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღო და გვასიამოვნა ჩვენ. თანამედროვე ფეხბურთის ეპოქაში არცერთ ფეხბურთელს არ მოუხდენია მოედანი ისე, როგორც ეს მესიმ შეძლო. თითქოს ეს ჩემპიონატი მისი ყოველდღიური რუტინაა, სადაც შეუძლია, უბრალოდ გაერთოს... უხმოდ, ურეაქციოდ, მოკლე გარბენით, თითქოს არც ცდილობს ზედმეტად „შეიწუხოს თავი“... მაგრამ მისი ერთი ნაბიჯი უკვე პანიკაა მეტოქისთვის. მისი ერთი ფინთი უკვე ფსიქოლოგიური ომია მოწინააღმდეგისთვის... და ეს ხდება მისთვის სრულიად ბუნებრივად...თითქოს ფეხბურთი მესისთვის შექმნა ღმერთმა და მესი შექმნა ფეხბურთისთვის...                                             ფეხბურთის უკანასკნელი გენიოსი- მესიმ კლოზეს გადაასწრო და 18 გოლით ტურნირის ისტორიაში ბომბარდირი გახდა;- მესიმ მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა - ესეც რეკორდია;- მესი მიმდინარე მუნდიალზე 5 გოლით საუკეთესო მეგოლეა;- მესიმ ზედიზედ მესამე მუნდიალზე ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი, რაც ანტირეკორდია;- მესიმ კარიერაში 916 გოლი გაიტანა - რონალდოს ანგარიშზე 973 გოლია;- მესიმ ეროვნულ გუნდში 122 გოლი გაიტანა - რონალდოს რეკორდამდე 21 გოლი აშორებს; რას წერენ მესის მორიგი წარმოუდგენელი პერფორმანსის შესახებ უცხოურ მედიაში:Clarin: „ლიონელ მესის ახალი სიმფონია ორკესტრთან ერთად, რომელიც მას უნაკლოდ ეხმარება. მესი სულ უფრო და უფრო ლეგენდა ხდება. წარმოუდგენელია! კიდევ ერთი თავი ისტორიის წიგნებში მესისთვის, რომელიც 39 წლის ასაკში ბავშვივით თამაშობს და დარბის".La Nacion: „მსოფლიოს მეფე! მეფეს ვერავინ შეაჩერებს. არგენტინელი კაპიტანი ყველა რეკორდს ამყარებს. მისი საბრძოლო სული ურღვევია, მის ტალანტს ვადა არ აქვს, სწორედ ამიტომ, მესი ყოველთვის პოულობს არგუმენტებს“.The Times: „ლიონელ მესი რეკორდების წიგნებს ხევს“.The Guardian: „შეუჩერებელი მესი მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლების რეკორდს ამყარებს. ეს ლიონელ მესის უნდა გაეკეთებინა, ეს ამ დღეს უნდა მომხდარიყო და შესაძლოა, ეს დალასშიც კი უნდა მომხდარიყო. პირველი ოქროს ბუცი [მუნდიალზე] ცუდი საჩუქარი არ იქნებოდა ხატისთვის, რომელიც ოთხშაბათს 39 წლის ხდება".L’Equipe: „ისტორიულმა მესიმ არგენტინის პლეი ოფში გასვლა უზრუნველყო. არგენტინის კაპიტანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლების რეკორდის საკითხი უმოკლეს დროში გადაწყვიტა".Le Figaro: „მესი საზღვრებს სცდება. რამდენად შორს წავა? ალჟირის წინააღმდეგ ბრწყინვალე ჰეთ თრიკის შემდეგ, ლიონელ მესიმ ავსტრიის წინააღმდეგ დუბლით ფეხბურთში თავისი ლეგენდარული სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა“.Gazzetta dello Sport: „მესი არ ჩერდება: ის 18 გოლს იტანს და კლოზეს უსწრებს. მესი ამ მყარი, კომპაქტური, თუმცა არა განსაკუთრებით სანახაობრივი არგენტინის უდავო ვარსკვლავია. ავსტრიელებიც კი მიდიან მასთან ჩასახუტებლად“.La Repubblica: „წარმოუდგენელი, შეუჩერებელი მესი. ის კიდევ ერთხელ წერს ისტორიას“.Marca: „ისევ ის არის. ისევ 10 ნომერი. ისევ ლიონელ მესი. ის, რასაც ეს ბიჭი აღწევს, გასაოცარია".შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ალჟირი 3:0, ავსტრია კი 2:0 დაამარცხა - ყველა გოლი მესის აქტივშია. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ალბისელესტე" იორდანიას შეხვდება და 1/16-ფინალისთვის მშვიდად მომზადება შეუძლია.პ.ს უკვე ზეპირად ვიცით ფრაზა: „ტანგოში შეცდომები არ არსებობს... ამიტომაა ტანგო გენიალური. თუ შეცდომას დაუშვებ, ვითომაც არაფერი, ასე იყო საჭირო...“ და ჩვენ გუშინ, ტანგოს პირველ აკორდებს ვუყურეთ - ააცილა პენალტი და გააგრძელა თამაში - იცოდა, რომ კიდევ გაიტანდა. გაიტანა და ისევ გააგრძელა... და კიდევ გაიტანს...მომავალ მუნდიალზე არგენტინელის ტანგოს ალბათ ვეღარ ვნახავთ... მაგრამ სტადიონები ისევ გაივსება, ახალი ვარსკვლავებიც გამოჩნდებიან... და ჩვენ ყოველთვის ვიტყვით:  „იმ ეპოქაში ვცხოვრობდი, როცა მესი თამაშობდა...“

თბილისის მერია

1781794505

1000 ლარი სემესტრულად სტუდენტებისთვის - ვის დააფინანსებს მერია

"სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამაში" მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან ცვლილებები ამოქმედდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი გახდება. ასევე, ამოქმედდება ახალი პროგრამა  სახელწოდებით "ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის"."პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების შემუშავებაზე იმუშავებენ, მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტური სფეროების განსაზღვრა კი ყოველწლიურად განხორციელდება. ასევე გაგრძელდება იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს სწავლის უფლება სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში", - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერია, ყოველსემესტრულად, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს აფინანსებს."სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს 1 280-მა სოციალურად დაუცველმა, 500-ზე მეტმა მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა სტუდენტმა და 50-მდე შშმ სტუდენტმა მიიღო დაფინანსება. ამასთან, მივესალმებით აღნიშნული მიმართულებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაზრდის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს", - აღნიშნა თბილისის მერმა.

დღეს თამარობაა

1778736420

„ხილვა ჰქონდა თამარ მეფეს, ანგელოზს უთქვამს, ეს არ არის შენი ტახტი...“ - ამონარიდი 2005 წლის ქადაგებიდან

14 მაისს, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღეს, ეკლესია-მონასტრებში საზეიმო ღვთისმსახურება სრულდება. თამარობას საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან 1917 წლიდან აღნიშნავენ.გთავაზობთ ამონარიდს პატრიარქ ილია მეორის ქადაგებიდან, რომელიც 2005 წელს, წირვაზე იქადაგა:„რით დაიმსახურა თამარ მეფემ ასეთი დიდება, ასეთი პატივი? უპირველეს ყოვლისა, თავისი დიდი რწმენით, დიდი თავმდაბლობით, გონიერებითა და სიბრძნით. როცა ადამიანს აქვს დიდება, სიმდიდრე, მან არ უნდა დაკარგოს თავმდაბლობა.ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი ამპარტავანს შემუსრავს და თავმდაბალს მიანიჭებს მადლს. როცა ადამიანი ღებულობს რაღაც სიუხვეს, სიმდიდრეს, დიდებას ან თანამდებობას, მას ასევე უნდა მოემატოს თავმდაბლობაც, რომ ამპარტავნებამ არ გადაწონოს, არ დასძლიოს.საოცარი პიროვნება ბრძანდებოდა თამარ მეფე. თქვენ იცით მისი ცხოვრებიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს საქართველო ძლიერი სახელმწიფო იყო, მტერი ხშირად იერიშით მოდიოდა, თამარი კი ჯარს ეკლესიაში დაალოცვინებდა და აზიარებინებდა ხოლმე, თვითონ მეფე კი ფეხშიშველა მონასტერში მიდიოდა, სადაც დღესა და ღამეს ასწორებდა ლოცვაში, სანამ ჯარი გამარჯვებული არ დაბრუნდებოდა. აი, ასეთი იყო თამარ მეფე.თამარ მეფეს ერთხელ ჰქონდა ასეთი ხილვა: იდგა ორი ტახტი - ერთი დიდებული, ძალიან ბრწყინვალე, მეორე კი - მომცრო. თამარ მეფე წასულა იმ დიდი ტახტისაკენ, მაგრამ ანგელოზს უთქვამს, ეს არ არის შენი ტახტი, არამედ მეორეაო."ჩემზე აღმატებული განა ვინ არის ამ ქვეყანაზე, ამ სახელმწიფოშიო?" - გაკვირვებია თამარ მეფეს.„არის. ის შენი მსახურია და მას ეკუთვნის ეგ დიდი ტახტიო“, - უპასუხია ანგელოზს.„რით დაიმსახურაო?“ - უკითხავს თამარ მეფეს.„თორმეტი მღვდლისთვის მოქსოვა და შეკერა შესამოსელი და ამ შესამოსლით თორმეტ ტაძარში თორმეტი ტრაპეზის წინ სრულდება წირვა, ამიტომ ღმერთმა დიდად მიიღო ეს შესაწირავიო“, - მიუღია პასუხად.თამარ მეფეს დილით მოუწვევია თავისი მსახური და უკითხავს: მართლა გააკეთე ესა და ესაო. კი გავაკეთეო, - უპასუხია მსახურს, - მაგრამ არ ვიცი, რაში შემეწევაო.მაშინ უბრძანებია თამარ მეფეს მსახურებისთვის, მოეტანათ მისთვისაც ძაფი, თვითონაც დაუწყია ქსოვა და შეუკერია 12 სამღვდელო შესამოსელი და 12 ტაძარში შეუწირავს. აი, ასეთი თავმდაბალი იყო თამარ მეფე. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს განსაკუთრებით ლოცულობს იგი ჩვენთვის და განსაკუთრებით ეწევა საქართველოს...თამარ მეფის ლოცვით ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო, ღმერთმა ინებოს, დაგვიბრუნოს თამარ მეფის დიდება, თამარ მეფის დროინდელი რწმენა, მისი თავმდაბლობა, ის სიკეთე, რომელმაც თამარ მეფე ამ დიდების ტახტამდე აღამაღლა. ჩვენთან არს ღმერთი.

მარიამ შუკაკიძე

1778606029

„ნუ მბაძავ... ნუ მლანძღავ...“ - მარიამ შუკაკიძე მიმართვას ავრცელებს

ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:„დიდი ხანია, რაც ეს ფაქტი მაკვირვებს. ყველაფერში უნდათ, რომ მომბაძონ. ჩემი ფოტოებით მიდიან ქირურგებთან/კოსმეტოლოგებთან. იქნებ როგორმე დამემსგავსონ. რაც მაცვია ზუსტად ისეთებს იკერავენ, ან ყიდულობენ. თმას რა ფრადაც შევიღებავ, მეორე დღეს ზუსტად ასე იღებავენ. მე ეს ყველაფერი მესმის მაგრამ…თითქოს რომ უარგყოფენ და არ მოსწონხარ, საერთოდ არ იციან ვინ ხარ. მთელი დიდი არმია არსებობს ესეთების. ზუსტად მათ გასაგონად დავწერ: ნუ მბაძავ – ნუ მლანძღავ“, – წერს მარიამ შუკაკიძე.

ზოდიაქოს ნიშნები

1778527948

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიმოაწესრიგეთ გარემო და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. განსაკუთრებით შედეგიანი იქნება სახლიდან მუშაობა და მეტი ეფექტურობისთვის ახალი მიზნებისა და გეგმების შედგენა.კუროდღეს, თქვენი დიპლომატიურობით და მოქნილობით, ყველასაგან გამორჩეული იქნებით და ნებისმიერ პრობლემიდან იპოვით გამოსავალს. იდეალური დღეა ყოველგვარი გაუგებრობების მოსაგვარებლად.ტყუპებიშორს ემოციები! დღეს, ცივი გონებით ჩაატარეთ თქვენი შემოსავალ-გასავალის რევიზია, შესაძლოა, ახალი შემოსავლის წყაროც აღმოაჩინოთ. სასიკეთო დღეა, ასევე, ბიუჯეტის გასაწერად. დღეს, თქვენი პრაქტიკული გონება სწორ გზაზე დაგაყენებთ.კირჩხიბითავი შეიკავეთ პირდაპირობისა და კრიტიკისგან, მოთოკეთ ემოციები და მოერიდეთ ფიცხ ადამიანებთან კონტაქტს. გამოიჩინეთ თავდაჭერილობა და გონიერება გარშემომყოფთა მიმართ.ლომიკარგია, დაისახო მიზნები, მაგრამ დიდებულია, როდესაც ხედავთ, რომ საკუთარი ძალისხმევის შედეგად, რეალობად იქცევა თქვენი სურვილები და უფრო მშვენიერი ხდება სამყარო. დღეს თქვენი დღეა.ქალწულიდღეს, საქმეებში წარმატებისთვის, არასტანდარტული გზების ძიება და რაიმე ეშმაკური ხერხის მოფიქრება იქნება საჭირო. თუ მეგობრებთან შეხვედრას თეატრალურ სანახაობად გადააქცევთ, ყველას დიდხანს და პოზიტიურად დაამახსოვრებთ თავს.სასწორიმთელი დღის განმავლობაში, გონებაში მხოლოდ სამსახურებრივი პრობლემების მოგვარების საკითხებს ატრიალებთ და ეძიებთ გამოსავალს, ალბათ, ამიტომაც ამაოდ არ ჩაივლის თქვენი მცდელობა და წარმატებით გადაწყვეტთ ყველა ამოცანას.მორიელიაქტიურობა, პრაქტიკულობა და შემოქმედებითი ჟინი, ნებისმიერი სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. თქვენი გონებამახვილობით, ისე  „გაუსწორდებით“ კონკურენტებს, რომ დიდხანს გონს ვერ მოეგებიან ამ მოულოდნელობით.მშვილდოსანიაღებული გეზი და მაქსიმალურად მომართული გონება გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ, ამიტომ, სჯობს, მეტად გააკონტროლოთ საკუთარი სიტყვები და ემოციები თანამოაზრეებთან კომუნიკაციისას, შესაძლოა, მათგან ძალიან ბევრი მოითხოვოთ.თხის რქადღეს, დაჩქარებულ რეჟიმში ფიქრი, გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება მოგიწვეთ, თუმცა, შესაძლოა ეს ფორმა თქვენთვის უჩვეულო იყოს. გაგახარებთ იმის გაცნობიერება, რამდენად საჭირო და სასარგებლო ხართ ახლობლებისთვის.მერწყულიოცნებების დრო აღარაა, იფიქრეთ მომავალზე და კონკრეტულად გადაწყვიტეთ, რა უნდა მოიმოქმედოთ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აწმყო და ის ადამიანები დაივიწყოთ თქვენს ირგვლივ, რომლებიც მზრუნველობას და მხარდაჭერას საჭიროებენ.თევზებითქვენი თავდაჯერებულობა და რწმენა, რომ თვითონ შეგიძლიათ ყოველგვარი სირთულის დაძლევა, მართლაც შეუძლებელს შეგაძლებინებთ. ყველაფერთან ერთად, სრულიადაც არ შეგაწუხებთ სხვების აზრი და შეფასებები.

თურქული სერიალები

1777662421

თურქეთში, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ცნობილი სერიალები დაასანქცირეს

თურქეთის მედია-მარეგულირებელმა ორგანომ მკაცრი სანქციები აამოქმედა როგორც ადგილობრივი სერიალების, ისე საერთაშორისო სტრიმინგ-პლატფორმების წინააღმდეგ.გადაწყვეტილება ფართო რეზონანსის საგანი გახდა და მას უკავშირებენ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს.რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესი საბჭო (RTÜK)-მა ძალადობის შემცველი კონტენტის გამო სანქციები დაუწესა რამდენიმე პოპულარულ პროექტს.„Eşref Rüya“ (Kanal D) და „Yeraltı“ (NOW TV) საბჭოს შეფასებით შეიცავს სცენებს, რომლებიც ძალადობის წახალისებასა და ნორმალიზებას უწყობს ხელს. შედეგად, მაუწყებლებს შემოსავლის 2%-იანი ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ.მედიაანალიტიკოსების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სერიოზულად აისახოს სერიალების შინაარსზე და სცენარისტებს აიძულოს, შეარბილონ ძალადობრივი სცენები.სანქციები საერთაშორისო პლატფორმებზეცRTÜK-ის გადაწყვეტილება შეეხო გლობალურ სტრიმინგ-სერვისებსაც.Netflix-ს დაევალა სერიალ „Trigger“-ის ამოღება თურქული კატალოგიდან;Amazon Prime Video-ს – ფილმის „Gangs of Lagos“;HBO Max-ს – პროექტ „Altın Çocuk“-ის.მარეგულირებლის განცხადებით, აღნიშნული ნამუშევრები არღვევს მაუწყებლობის პრინციპებს და ხელს უწყობს ძალადობის გავრცელებას. პლატფორმებს დაეკისრათ როგორც ფინანსური სანქციები, ისე კონტენტის დაუყოვნებლივი წაშლის ვალდებულება.პოლიტიკური მედიის წინააღმდეგ მიღებული ზომებისანქციები შეეხო საინფორმაციო არხებსაც. Halk TV და SZC TV დაჯარიმდნენ ეთერში გაჟღერებული მწვავე პოლიტიკური განცხადებების გამო. RTÜK-ის შეფასებით, გადაცემებმა „ეთიკური ზღვარი“ გადაკვეთეს.საბჭოს წევრმა, ილჰან თაშჩი განაცხადა, რომ მარეგულირებელი გააგრძელებს კონტროლის გამკაცრებას და არ დაუშვებს ისეთ კონტენტს, რომელიც საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ახალგაზრდების ფსიქიკას საფრთხეს უქმნის.ტრაგედიის ფონზე გამკაცრებული კონტროლითურქულ მედიაში აქტიურად განიხილება, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კაჰრამანმარაშში მომხდარი სკოლის თავდასხმა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი შოკი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, რამაც გააჩინა კითხვები ახალგაზრდებში აგრესიის ზრდის მიზეზებზე.ექსპერტები და მშობლები მიუთითებენ, რომ ეკრანზე ძალადობის რომანტიზება შესაძლოა მოზარდებისთვის ქცევის მოდელად იქცეს. სწორედ ამ ფონზე გაიზარდა ზეწოლა RTÜK-ზე, გაემკაცრებინა კონტროლი მედია-კონტენტზე.

ნინო წილოსანი

1776944760

ნინო წილოსანი: ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ყველა სხვა შემთხვევისთვის, რომ ამ ქვეყანაში უცხო გავლენები არც ფარულად და არც ღიად, არ განხორციელდეს

მამუკა მდინარაძემ კონკრეტულად ისაუბრა, რომ ბლაჟევიჩის, როგორც უცხო ტრენერის მიმართ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და აღნიშნული საქმე მუშავდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.წილოსანის თქმით, ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ყველა სხვა შემთხვევისთვის, რომ ამ ქვეყანაში უცხო გავლენები არც ფარულად და არც ღიად არ განხორციელდეს.„ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ყველა სხვა შემთხვევისთვის, რომ ამ ქვეყანაში უცხო გავლენები არც ფარულად და არც ღიად არ განხორციელდეს. როდესაც უცხო ქვეყნის ძალები ფინანსებით, თუ კონკრეტული ადამიანური რესურსებით ცდილობენ, რომ შენს ქვეყანაში არეულობები მოაწყონ და კონკრეტული სცენარები განავითარონ, არ შესრულდეს და ვერ განხორციელდეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. ინსტრუქციებს, ოპოზიციასთან ერთად, რამდენიმე ორგანიზაცია იღებს. მათ შორის არიან: მოძრაობა „ფარი-ერთობა“, ორგანიზაცია „წერტილი“ და „მომავლის აკადემია“.

წაჩხურობა

1776278321

წაჩხურის მონასტრის სასწაული - „ამბავი, რომელიც, შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს...“

„აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა!.. უშვილო წყვილებს ხელშილამაზად მორთული აკვნები მიაქვთ ტაძარში, მათი რიცხვი 10-15 ათასამდეც აღწევს.მომლოცველების უმრავლესობა უშვილო წყვილებია, სწამთ, რომ მათ ლოცვას უფალი შეისმენს და ნანატრ შვილს აჩუქებს. წირვის შემდგომ კი აკვნებს აკურთხებენ და ნაკურთხ აკვანs შინ მიაბრძანებენ, ეს უფრო ძველიტრადიციული რიტუალია, აკვნების კურთხევის ტრადიცია მონასტერში XV-XVI საუკუნიდან არსებობს.ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში, გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო.ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა…სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია“.

 შსს

1775544143

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 12 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

თეკლა თიკანაშვლი

1774606860

თეკლა თიკანაშვლი: მთავარი სათქმელი, რაც გვინდა ახალგაზრდებს ვუთხრათ არის ის, რომ გვინდა მოვისმინოთ მათი იდეები. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რატომაც მივდივართ რეგიონებში

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი თეკლა თიკანაშვლი „იმედის დღეში“ იმ მიზნებზე საუბრობს, რაზეც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონული ტურნეს ფარგლებში გეგმავს.მისი თქმით, მათი სურვილია, ახალგაზრდებისგან მოისმინონ იდეები და ინიციატივები.„მთავარი სათქმელი, რაც გვინდა ახალგაზრდებს ვუთხრათ არის ის, რომ ჩვენ მათი გვესმის. გვინდა მოვისმინოთ მათი იდეები, ინიციატივები. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რატომაც მივდივართ რეგიონებში. გვინდა, მთელი საქართველო მოვიცვათ და ყველა ახალგაზრდას ვუთხრათ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ და მოვისმენთ მათ ინიციატივებს. რამდენიმე თვის უკან ჩვენთან ორგანიზაციაში იყვნენ ახალგაზრდები მოსულები სხვადასხვა ინიციატივებით, კითხვები, იდეები ჰქონდათ და მე ვთქვი, რატომაც არა, მივიდეთ საქართველოს პარლამენტში შევხვდეთ პარლამენტარებს, ვესაუბროთ დეპუტატებს, გავუზიაროთ ხედვები და ძალიან მალევე დავორგანიზდით, მივედით პარლამენტში და ჩვენგან მოისმინეს სხვადასხვა იდეები. მინდა საჯაროდაც განვაცხადო, რომ ქართულ პოლიტიკაში ქართველი ახალგაზრდების ხმა ნამდვილად ესმით“, - აცხადებს თეკლა თიკანაშვილი.

წყალი

1773787009

ექსპერტები მის დალევას კრძალავენ - მნიშვნელოვანი გაფრთხილება წყალთან დაკავშირებით

წყლის ადუღება ეფექტურად ანადგურებს მიკროორგანიზმებსა და პარაზიტებს და არ წარმოქმნის მავნე ან კანცეროგენურ ნივთიერებებს. პრობლემა ჩნდება უკვე შენახვის შემდეგ.ბევრს ჩვევად აქვს, ღამით საწოლთან დატოვოს ჭიქა ადუღებული წყალი და დილით დალიოს. მაგრამ რამდენად უსაფრთხოა წყლის დალევა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ღიად იდგა?ბიოტექნოლოგიისა და კვების ტექნოლოგიების ინსტიტუტის ყოფილი ლექტორი, ნგუენ დუი ტხინი განმარტავს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მიღებულია წყლის ადუღება, გაგრილება და მისი გამოყენება რამდენიმე დღის განმავლობაში. ასეთი პრაქტიკა შეიძლება სარისკო იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძველ წყალს ახალს უმატებენ. რატომ არ არის დიდი ხნით დაყენებული წყალი საუკეთესო არჩევანიადუღება ეფექტურად ანადგურებს მიკროორგანიზმებსა და პარაზიტებს და არ ქმნის მავნე ან კანცეროგენურ ნივთიერებებს. პრობლემა სწორედ შენახვის ეტაპზე იწყება.ადუღებისას დაღუპული მიკროორგანიზმები იშლება ორგანულ ნივთიერებებად. დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება გადაიქცეს „საკვებ გარემოდ“ ახალი ბაქტერიებისთვის, რომლებიც წყალში ჰაერიდან ან გარემო ზედაპირებიდან ხვდება. ღია ჭურჭელი ზრდის მეორეული დაბინძურების რისკს, განსაკუთრებით მაშინ, თუ წყალი მთელი ღამე დგას.რა ხდება გაფილტრულ წყალთანფილტრი შენახვის პრობლემას ვერ აგვარებს. თუ გაფილტრული წყლის ჭიქა ღიად დარჩა მთელი ღამე, ექსპერტები მის დალევასაც არ გვირჩევენ. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი წესი: ფილტრები დროულად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის ხარისხი კიდევ უფრო სწრაფად უარესდება.ზოგი ამჩნევს, რომ „გუშინდელი“ წყლის გემო იცვლება. ეს ჰაერიდან ნახშირორჟანგის შთანთქმის გამო ხდება. თავად ეს პროცესი საშიში არ არის, თუმცა მიანიშნებს, რომ წყალი დიდი ხნის განმავლობაში იყო კონტაქტში გარემოსთან.როგორ შევინახოთ სწორად ადუღებული წყალი სპეციალისტები გვირჩევენ:გაცივებული ადუღებული წყალი დალიოთ ერთი დღის განმავლობაში;არ დატოვოთ წყალი ღიად მთელი ღამე;არ დაამატოთ ახალი წყალი ძველს;შეინახოთ წყალი სუფთა, სტერილიზებულ მინის ჭურჭელში;ჭურჭელი მჭიდროდ დახურული გქონდეთ სუფთა ადგილზე.დოქტორ ტხინის თქმით, ყველაზე საიმედო ვარიანტია ადუღოთ ზუსტად იმდენი წყალი, რამდენის დალევასაც დღის განმავლობაში გეგმავთ, და არ დატოვოთ „მოგვიანებისთვის“.

ილია მეორე

1773773218

ილია მეორე გარდაიცვალა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს პატრიარქის მდგომარეობა 17 მარტის ღამით დამძიმდა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს. უწმინდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.