პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს:
„დილა რთულია. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული "შაჰიდები". მათ ორი სამიზნე აქვთ.
ენერგეტიკული ობიექტები - მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიევის რეგიონი და ხმელნიცკის ოლქი, ლვივი და დნიპრო, ვინიცია, ფრანკივის ოლქი, ზაპოროჟიე, სუმის რეგიონი, ხარკოვის ოლქი, ჟიტორმირის რეგიონი, კიროვოგრადის რეგიონი, სამხრეთი. მათ უნდათ პანიკა და ქაოსი, უნდათ გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. უიმედოები არიან.
მეორე სამიზნე ხალხია. ასეთი დრო და ასეთი სამიზნეები სპეციალურად შეირჩა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოეყენებინათ.
დარჩით დღეს თავშესაფრებში. ყოველთვის დაიცავით უსაფრთხოების წესები. და ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგაც“, - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვს.
ზელენსკიმ ასევე twitter-ის გვერდზე დაწერა:
"სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღე. 229-ე დღეს ცდილობენ ჩვენს განადგურებას და ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა. სრულიად. ცდილობენ გაანადგურონ ჩვენი ხალხი, ვისაც სახლში სძინავთ ზაპორიჟიეში. ცდილობენ მოკლან ხალხი სამუშაოდ მიმავალი დნიპროსა და კიევში.
უკრაინის მასშტაბით განგაში არ წყდება. სარაკეტო თავდასხმები ხორციელდება. სამწუხაროდ არიან დაღუპულები და დაჭრილები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე. გავუძლოთ და ვიყოთ ძლიერები."- წერს ზელენსკი.
ასევე ნახეთ: VIDEO+ PHOTO: ახალი კადრები კიევიდან, სადაც მასიური აფეთქებები იყო