პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას რამდენიმე დღეში გადასცემს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განახლებული სარაკეტო თავდასხმა ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება. რუსეთის თავდასხმები ატერორებს განსაკუთრებით მშვიდობიან მოსახლეობას. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა [უკრაინას] მხარდაჭერას ვუწევთ განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის იარაღით“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა, საიდანაც უკრაინამ დაახლოებით 43 გაანეიტრალა.
უკრაინაში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დარჩნენ თავშესაფრებში და არ გამოვიდნენ გარეთ.
რუსებმა ასევე დაარტყეს შენობას, რომელშიც განთავსებულია გერმანიის სავიზო ოფისი.