ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჯაროდაც ისაუბროს“
1789934230
პრემიერ მინისტრის, დენის შმიგალის თქმით, კიევში და უკრაინის რვა სხვა რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის თერთმეტი ადგილი დაზარალდა. ამის შესახებ CNN წერს.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დროებითი შეფერხებისთვის ელექტროენერგიის კავშირების და წყალმომარაგების თვალსაზრისით“,- ამბობს პრემიერი.
ცნობისთვის, ორშაბათს, 10 ოქტომბერს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა მასიური თავდასხმა მოაწყვეს უკრაინის ქალაქებზე. თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც.
აფეთქებები იყო დნეპერში, იტომირისში, ხმელნიცკის რაიონში. ასევე ლვოვსა და ივანო-ფრანკოვსკში.
ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია 8 ადამიანი. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა, საიდანაც უკრაინამ დაახლოებით 43 გაანეიტრალა.
უკრაინაში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დარჩნენ თავშესაფრებში და არ გამოვიდნენ გარეთ.