პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი ადგილობრივებს მოუწოდებს, დარჩნენ თავშესაფრებში, რადგან საჰაერო თავდასხმის საფრთხე ისევ არსებობს.
დილიდან განგაშის სიგნალებია ჩართული უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში. მასიურად დაიბომბა სხვადასხვა ოლქები.
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ზალუჟნი ამბობს, რომ უკრაინის მასშტაბით ამ დროისთვის 75 რაკეტა იქნა გასროლილი, მათგან 41-ის ჩამოგდება უკრაინულმა ძალებმა შეძლეს. „შეტევა გრძელდება, დარჩით თავშესაფრები!“ - ამბობს ზალუჟნი.
10 ოქტომბერს, დილით, რუსმა ოკუპანტებმა მასიური თავდასხმა მოაწყვეს უკრაინის ქალაქებზე. თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც.