პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბელორუსისა და რუსეთის პრეზიდენტები ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი ჯარების ერთობლივი რეგიონალური ჯგუფის განლაგებაზე შეთანხმდნენ . ამის შესახებ ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტის შემდეგ პირისპირ შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული.
„კავშირის სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე გამწვავებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკის რეგიონალური დაჯგუფების განლაგებაზე. ეს ყველაფერი არის ჩვენი დოკუმენტების მიხედვით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ის დარწმუნებულია, რომ ბელორუსიას საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, უკვე დაწყებულია რუსეთ-ბელორუსული ერთობლივი ჯგუფის ჩამოყალიბება.
„ეს, ჩემი აზრით, ორი დღეა გრძელდება. ჩემი ბრძანება გაცემულია, რომ დაგვეწყო ამ ჯგუფის შექმნა“, - განაცხადა ბელორუსის ხელმძღვანელმა.