პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებისგან საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას ითხოვს.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, ის კანადელ კოლეგას, მელანი ჯოლს ესაუბრა, რომელმაც რომელმაც "დაარწმუნა, რომ რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმებზე პასუხი უკრაინის უფრო მტკიცე პრაქტიკული მხარდაჭერა იქნება".
"მე ვესაუბრე ჩემს კანადელ კოლეგას მელანი ჯოლს, რომელმაც დამარწმუნა, რომ რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმებზე პასუხი კიდევ უფრო მტკიცე პრაქტიკული მხარდაჭერა იქნება უკრაინისთვის. მე ხაზგასმით აღვნიშნე: პარტნიორებმა უნდა გააძლიერონ ძალები, რათა უკრაინას სასწრაფოდ მიაწოდონ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები", - წერს კულება Twitter-ზე.