რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 329 მილიონს უახლოვდება.
„ომიკრონის” შტამის სწრაფი გავრცელების პარალელურად რეგულაციები მკაცრდება სხვადასხვა ქვეყანაში.
ავსტრიის მთავრობამ კვირას წარმოადგინა შესწორებული გეგმები COVID-19 ვაქცინის მანდატისთვის.
დეკემბრის დასაწყისში ავსტრიის მთავრობამ მოამზადა პირველი პროექტი, რომლის მიხედვითაც, აუცრელ მოქალაქეებს 3 600 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევდათ. აღნიშნული წესი ქვეყანაში მარტიდან ამოქმედდება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
თავდაპირველად პროექტში მსგავსი რეგულაციის შემოღება თებერვლიდან იყო განსაზღვრული. წესი შეეხება ყველა 18 წლის ზემოთ მყოფ პირს. გამონაკლისი იმ პირებს, შეეხებათ, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ იცრებიან.