ნახეთ მისამართები, სადაც წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1728409657
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რატომ უნდა დავიცვათ თავი „ომიკრონისგან“ ისევე, როგორც მისი წინამორბედი შტამებისგან:
„და მაინც, რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი:
- მიუხედავად დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის;
- დაავადება გემართება დროში შენი ნების საწინააღმდეგოდ და სოციალური და ოჯახური გარემოსგან გამოგთიშავს მინიმუმ 8 დღე;
- შენ შეიძლება ავადმყოფობის დროს გახდე მოწყვლადი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი;
- შენი იმუნური პასუხი გასტანს მხოლოდ თვეები და არა მთელი ცხოვრება;
- შენ შეიძლება დამატებითი ტვირთი გახდე ჯანდაცვის სისტემისთვის;
- თუ შენ ახლა ავად გახდები, დიდი ალბათობით არ მოგიწევს სამკურნალო პრეპარატების მიღება (პაქსლოვიდი, მოლნუპირავირი, სოტროვიბამი...), რომლებიც ჯერ ჯერჯერობით ძალიან დეფიციტურია მსოფლიოში;
- შანსი, რომ ომიკრონის მერე ხანგრძლივი კოვიდი დაგრჩეს დიდია;
ასე რომ, პირზე და ცხვირზე კარგად მოირგე ნიღაბი (სამედიცინო, ან რესპირატორი), თავი შეიკავე შეკრებებისგან, სახლი თუ სამუშაო სივრცე ხშირად გაანიავე და გაიკეთე აცრა (ბუსტერი)!!!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში .