უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი კავკასიძე საზოგადოებას ურჩევს „ომიკრონის“ გამოვლენის სურვილის შემთხვევაში PCR ტესტი გაიკეთონ, რადგან სწრაფი ტესტები ხშირად ამ შტამს ვერ ავლენს.
მისი თქმით, „ომიკრონის“ სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპის სიმპტომებს.
„ომიკრონი“ მიმდინარეობს ტიპური გრიპის სიმპტომებით. ესენია სურდო, ცემინება, ყელის ტკივილი კი არა, არამედ ჩახლეჩილობის შეგრძნება, კუჭის აშლილობა და გულისრევა. ეს არის ყველაზე ადრეული დამახასიათებელი სიმპტომები.
მნიშვნელოვანია, ამერიკის წამლების სააგენტოს რეკომენდაციით, იმ პირებს, ვისაც აქვს მსგავსი სიმპტომები და ანტიგენის სწრაფი ტესტი აჩვენებს უარყოფითს, რეკომენდებულია, რომ გაიკეთონ PCR ტესტი, რადგან სწრაფი ტესტი „ომიკრონის“ დეტექციისას ხშირად ცდება, ვიდრე სხვა შტამების დროს“, - განაცხადა გიორგი კავკასიძემ „ტვ პირველთან“ საუბრის დროს.