1727944755
დედამ შვილისთვის შეყვარებულის მოსაძებნად ტაიმზ-სკვერზე ბილბორდი განათავსა
დედამ შვილისთვის შეყვარებულის მოსაძებნად ტაიმზ-სკვერზე ბილბორდი განათავსა.
ინფორმაციას Insider-ი ავრცელებს.
61 წლის ბეთ დევისს, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი 2004 წელს დაუსვეს, სურს შვილს, 30 წლის მოლის მეორე ნახევრის პოვნაში დაეხმაროს.
„მოლი საოცრად თბილი ადამიანია. რა წამს იღვიძებს დილით, ცდილობს, სხვების ცხოვრება გაალამაზოს, ამიტომ, მის გვერდით ყოფნით ნებისმიერი ბედნიერი იქნებოდა“,- აღნიშნავს ბეთი.
„შეხვდი ჩემს შვილს“ - ამ წარწერისაა ბილბორდი, რომელიც ოლივია როდრიგოს რეკლამის გვერდითაა მოთავსებული. ის უკვე ათასობით ადამიანმა იხილა.
ბეთის თქმით, ძალიან უნდა, თავისი შვილი დაოჯახებული ნახოს, თუმცა, მხოლოდ იმითაც ბედნიერი იქნება, თუკი მოლი ღირსეულ პარტნიორს იპოვის.