1685266950
აშშ-ში სინაგოგაში კაცმა 4 ადამიანი მძევლად აიყვანა

ქალაქ კოლივილში (აშშ), სინაგოგაში კაცმა, სავარაუდოდ, 4 ადამიანი მძევლად აიყვანა.
გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის პოლიცია მასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. როგორც BBC-ი წერს, კაცი, ააფია სიდიქის, პაკისტანელი მეცნიერი ქალის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც აშშ-ში სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდის.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. რელიგიური მსახურება ინტერნეტით პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა, როდესაც კაცი სინაგოგაში შეიჭრა. პოლიცია ვერ ადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, არის თუ არა მამაკაცი შეიარაღებული.