„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსის პრეზიდენტთან გამართულ დღევანდელ საუბარს ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ უკრაინაზე შეტევას არ განახორციელებს.
„ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბარი ძალიან საგნობრივი იყო. მე არ მინდა რაკეტები და თვითმფრინავები ბელარუსიდან უკრაინაში დაფრინავდნენ. მე არ მინდა ბელარუსიდან უკრაინაში ჯარები შემოვიდნენ და მან დამარწმუნა ამაში," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.