„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1785613624
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს და წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო პასუხი უნდა აგოს.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აღნიშნულზე საერთაშორისო სასამართლო პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს.
"უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ICJ-ს (საერთაშორისო სასამართლო) მიმართა.
რუსეთი აგრესიისთვის უნდა გასამართლდეს, გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის პასუხი უნდა აგოს.
ჩვენ დაუყოვნებლივი გადაწყვეტილების მიღებას ვითხოვთ, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს, სამხედრო აქტივობა ახლავე შეწყვიტოს.
ვფიქრობთ, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება." - წერს ზელენსკი.