რა პირობით მიდის ზელენსკის გუნდი რუსეთთან მოლაპარაკებებზე

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე დაგეგმილი მოლაპარაკებები „მძაფრი დიპლომატიური ბრძოლა იქნება."

მოლაპარაკებებში უკრაინის უპირველესი პირობა ცეცხლის შეწყვეტა და რუსი სამხედროების გაყვანაა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით კი, არ გამორიცხავს რომ რუსეთთან მოლაპარაკების შედეგი მშვიდობა იქნება, თუმცა მისივე თქმით, კიევის კაპიტულაციაზე საუბარიც არ არის.

უკრაინის დელაგაციას მოლაპარაკებების პროცესში დიმიტრი კულებას მოადგილე უხელმძღვანელებს.

დეპუტატი, „ხალხის მსახურის" წევრი ფიოდორ ვენისლავსკის თქმით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები წუთი წუთზე დაიწყება.

როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ მან უკრაინულ არხებზე განაცხადა.

„მიღწეულია შეთანხმება, რომ მოლაპარაკებები რეალურად წარიმართება ნეიტრალურ მხარეს, ნეიტრალურ ზონაზე უკრაინასა და ბელორუსის რესპუბლიკას შორის. დელეგაცია უკვე გაემგზავრა... აქ გამგზავრებას ძალიან ცოტა დრო სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები უახლოეს წუთებში დაიწყება, ალბათ დაწყებულია კიდეც", - განაცხადა ვენისლავსკიმ.