1758053825
VIDEO: ფლორიდის საჰაერო ძალების ბაზაზე დათვი შეიპარა

აშშ-ში, ფლორიდაში, დათვი საჰაერო ძალების ბაზის მავთულხლართებიან ღობეზე გადაძვრა და აკრძალულ ტერიტორიაზე შეიპარა. ცხოველს ამ „ოპერაციისთვის“ ერთი წუთიც არ დასჭირვებია.
„ღობეს ისე გადაევლო, თითქოს, ოლიმპიელი ყოფილიყო“, - ამბობს კაცი, რომელმაც ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
დათვი ბაზის მიმდებარედ არაერთხელ შეუმჩნევიათ, თუმცა ტერიტორიაზე შეღწევა ამ დრომდე არ უცდია.