პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლილი ლო ამერიკაში მცხოვრები ჩინელი მილიარდერის შთამომავალი იყო, რომელიც სულ ვარსკვლავების წრეში ტრიალებდა. ცნობილი ჩინელი დეველოპერის ქალიშვილი თავადაც წარმატებული ბიზნეს-ლედი გახლდათ. 34 წლის ლუს ამბავმა საზოგადოება შეძრა.
2020 წლის აგვისტოში მან ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც მარტო ზრდიდა. უცნობია მიზეზები, თუ რატომ გახდა მარტოხელა დედა და როდის დაშორდა ბავშვის მამას. თუმცა სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ძალიან აწუხებდა. ქალი ჰონკონგში, საკუთარი პენტჰაუსის ფანჯრების ძირას- შიშველი, 5 თვის ბავშვით ხელში იპოვეს. ამბობდნენ, რომ ლილიმ თავი მოიკლა. სამწუხაროდ, ბავშვიც გარდაიცვალა. ლილის ტრაგიკულად გარდაცვალების შესახებ უცხოურ მედიაში ბევრი დაიწერა.
გავრცელებული ვერსიაა, რომ მილიარდერის ქალიშვილს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დიაგნოზი ჰქონდა. თუმცა აქამდე არავის მისი გარემოცვიდან არ შეუნიშნავს ცვლილებები მის ხასიათში. სოციალურ ქსელშიც პოზიტიურ პოსტებს წერდა და სულ აღნიშნავდა, როგორ გააბედნიერა დედობამ.
ერთხელ ლილიმ სოციალურ ქსელში ბავშვთან ერთად ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით:
„ეს არის ჩვენს სამყაროში ყოფნის მე-100 დღე. ის არის ღმერთის გზა, რომ მომცემს პერსპექტივას ცხოვრებაში. გმადლობ, რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, ჩემო საყვარელო ქალიშვილო“,- წერდა ქალი.
ლოს უზარმაზარი იმპერია მემკვიდრის გარეშე დარჩა. ლილი ერთადერთი შვილი იყო ოჯახში.