1772562813
ფოტოების წაშლის სანაცვლოდ თანხას ითხოვდნენ... ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში არასრულწლოვანი გოგონების ფოტოების გამოქვეყნების, შეურაცხმყოფელი წარწერებისა და ერთ-ერთ პლატფორმაზე გავრცელების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, იძულების ფაქტზე მიმდინარეობს.რამდენიმე დღეა, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები TikTok-ის პლატფორმაზე სხვადასხვა ანგარიშებს ქმნიან და სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები გოგონების ფოტოებს დამამცირებელი შინაარსის წარწერებით აქვეყნებენ.მასალის წაშლის სანაცვლოდ, ისინი თანხას ითხოვენ და მოქალაქეებს “კრისტალის“ ანგარიშზე არიცხინებენ.მსგავსი შემთხვევა რამდენიმე თვის წინ, საგარეჯოშიც დაფიქსირდა. პოლიციამ ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა











