1772562813
მარნეულში, ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა
ცოტა ხნის წინ მარნეულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ „მარნეული ნიუსი“ წერს.
შემთხვევა მარნეული–წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, არაფლოს მონაკვეთზე მოხდა.
გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის მამაკაცია. ის კასუმლოს მკვიდრია.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.











