ლოცვა, რომელიც ღვთისმშობლობას უნდა წაიკითხოთ
1789935948
დმანისში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. ძალადობის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო სამირა ბაირამოვამ გაავრცელა და დაწერა, რომ ქალზე ძალადობის შემთხვევას შეესწრო.
როგორც ,,პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლით.
,,ქალი გადარჩენილია, მოძალადე კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ადგილზე დროულად მივიდა დმანისის პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მადლობა მათ სწრაფი, დროული და ოპერატიული რეაგირებისთვის. გამიმართლა, რომ მოძალადე მშიშარა იყო, არ ჰქონდა იარაღი, მარტო მივედი ადგილზე ჯოხით არ ვიცოდი დახმარება რამდენ ხანში მოვიდოდა,“- წერს სოციალურ ქსელში სამირა ბაირამოვა.