პოლონეთში კაცი ტუსკის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს

დაკავება

პოლონეთში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც სოციალურ ქსელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნებას ედავებიან. სამართალდამცველების ინფორმაციით, 56 წლის კაცმა ვიდეო სოციალურ ქსელში 18 სექტემბერს განათავსა. ეჭვმიტანილის დაკავებისას პოლიციამ მისი ბინიდან ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო. დაკავებულს ბრალს უახლოეს ხანებში წარუდგენენ.

პოლიციაში აღნიშნეს, რომ ინტერნეტში უკანონო კონტენტის გამოქვეყნება ანონიმურობის გარანტიას არ იძლევა.