შინაპატიმრობის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სწრაფი რეაგირების ჯგუფი შეიქმნა

კონტროლი

შინაპატიმრობის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, სწრაფი რეაგირების ჯგუფი შეიქმნა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საზედამხედველო ერთეული შინაპატიმრობა მისჯილ მსჯავრდებულს საცხოვრებელ ადგილზე მყისიერად გადაამოწმებს. ჯგუფი რეაგირებას სააგენტოში არსებული ელექტრონული მონიტორინგის ცენტრისგან მიღებული შეტყობინების შესაბამისად, შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში მოახდენს.

ეკიპაჟი რეჟიმის დარღვევის შესაძლო ფაქტის გადამოწმებას 18:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე პერიოდში უზრუნველყოფს.

„მონიტორინგი თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში თბილისის მასშტაბით განხორციელდება. სწრაფი რეაგირების ჯგუფი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ წარადგინა.

ახალი საზედამხედველო ერთეულის ჩამოყალიბება შინაპატიმრობის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.