„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "მაიმუნის ყვავილისთვის" სახელის გადარქმევას გეგმავს. საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ღია ფორუმის ჩატარების შესახებ აანონსებს.
როგორც მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოებაში შეშფოთებები გაჩნდა, რომ შეიძლება ეს სახელი დამამცირებელი ან რასისტული კონოტაციის შემცველი ყოფილიყო.
ორგანიზაცია საზოგადოებასაც მიმართავს, შესთავაზონ თავიანთი ვერსიები ვირუსის სახელისთვის. ვირუსს სახელი "მაიმუნის ყვავილი" პირველად 1958 წელს დანიაში ეწოდა, სადაც მაიმუნებში "ყვავილის მსგავსი" დაავადება შეამჩნიეს.