1739342153
ტრამპმა რუბიოს აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის რეფორმა დაავალა ტრამპმა რუბიოს აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის რეფორმა დაავალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს დიპლომატიური სამსახურის რეფორმირება დაავალა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, დიპლომატიური სამსახურის ტრანსფორმაციის მიზანია მოქმედი ადმინისტრაციის საგარეო პროგრამის კეთილსინდისიერი და ეფექტიანი აღსრულება.
დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტის პროგრამის შესრულებაზე უარის თქმა დისციპლინარული სახდელის დაწესების ან სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი გახდება.
„სახელმწიფო მდივანმა უნდა ჩამოაყალიბოს პატრიოტებისგან შემდგარი შტატი, რათა მათ აღნიშნული პოლიტიკა ეფექტიანად გაატარონ“, - ნათქვამია ბრძანებაში.
„სახელმწიფო მდივანმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დიპლომატიური სამსახურის რეფორმირება უნდა მოახდინოს და უხელმძღვანელოს საგარეო ურთიერთობებს, რათა უზრუნველყოს პრეზიდენტის საგარეო პროგრამის კეთილსინდისიერი და ეფექტიანი აღსრულება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.