ნახეთ მისამართები, სადაც წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1728409657
შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს ნატოში მათ გაწევრიანებას, თუმაც სტოკჰოლმი არ აპირებს, ანკარას ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
„ერთი მხრივ, თურქეთი ადასტურებს, რომ ჩვენ ყველა პირობა შევასრულეთ, მეორე მხრივ კი, ისინი აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც არ შეგვიძლია ან არ გვსურს“, - განაცხადა კრისტერსონმა.
მისივე თქმით, ეს მოთხოვნები სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში არ იყო გათვალისწინებული.
„დროდადრო თურქეთი ასახელებს იმ პირების სახელებს, რომელთა ექსტრადირებასაც ითხოვს. ამის საპასუხოდ შემიძლია განვაცხადო, რომ ასეთ საკითხებს შვედური კანონმდებლობა არეგულირებს“, - აცხადებს ქვეყნის მთავრობის მეთაური.
2022 წლის ივნისში ფინეთმა და შვედეთმა ოფიციალურად წარადგინეს განაცხადები ნატოში გაწევრიანების შესახებ. გადაწყვეტილება უკრაინასთან რუსეთის ომმა გამოიწვია.