სასამართლომ ქალს, რომელიც ქმრისგან ალიმენტის სახით 1,500 ევროს ითხოვდა, თანხა 100 ევრომდე შეუმცირა, რადგან მეუღლეს ღალატობდა

ღალატი

ბერძნული მედია წერს, რომ სასამართლომ ქალს, რომელიც ქმრისგან ალიმენტის სახით 1,500 ევროს ითხოვდა, თანხა 100 ევრომდე შეუმცირა, რადგან მეუღლეს ღალატობდა.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც, მამაკაცმა ღალატის უამრავი ფაქტის შესახებ ისაუბრა, რომელთაც ადგილი ქორწინების პერიოდში ჰქონდა.

მოსამართლემ მამაკაცის მორალური ზიანი გაითვალისწინა, ქალს ბავშვის ალიმენტი დაუწესდა, თუმცა თანხა 1500 ევროს სანაცვლოდ 100 ევრო განსაზღვრა.