ქეით მიდლტონის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1728332428
რუსი ჰაკერები ამერიკულ ბირთვულ ლაბორატორიებზე კიბერთავდასხმას ცდილობდნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, საუბარია ჰაკერულ დაჯგუფება „ქოლდ რივერზე“, რომელიც კიბერუსაფრთხოების ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთთან არის კავშირში და კრემლის ინფორმაციული ოპერაციების მხარდაჭერას ახორციელებს.
სააგენტოს ცნობით, გასული წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში, „ქოლდ რივერი“ შეღწევას შეეცადა ბრუკჰეივენის, არგონისა და ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიების შიდა ქსელში. სამივე ლაბორატორია აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
„როიტერმა“ დაადგინა, რომ ჰაკერები ცდილობდნენ, ლაბორატორიების სისტემაში შესვლის ყალბი ეკრანის ჩანერგვითა და თანამშრომლებისთვის ელექტრონული წერილების გაგზავნით ქსელი გაეტეხათ. მედიის ინფორმაციით, დატოვებული ციფრული კვალის საფუძველზე, უსაფრთხოების ექსპერტები სწორედ „ქოლდ რივერის“ დაჯგუფებაზე გავიდნენ.