1732172400
გასული ღამის განმავლობაში, უკრაინელმა რუსული ძალების თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსული მხარე არ იცავს საშობაოდ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის პირობას. სამხედროების თქმით, კვლავ ისმის სროლის ხმა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, 14 დასახლებულ პუნქტში უკრაინის თავდაცვის ძალებს მოუწიათ რუსული ძალების იერიშის მოგერიება.
მათივე ინფორმაციით, ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ბახმუტისკენ. ასევე სამხედროებმა თავდასხმები მოიგერიეს ჩრდილოეთ ნაწილში, ხარკოვის ოლქში და სამხრეთით, ზაპოროჟიეს მხარეს, სადაც საოკუპაციო ძალებმა 23 დასახლების მიმართულებით გახსნეს ცეცხლი.