1739342153
პლასტმასას დანამატი დედის ორგანიზმში - მეცნიერების მტკიცებით, აღმოჩენილია აუტიზმის გამომწვევი მიზეზი
![აუტიზმი აუტიზმი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/13/111938/autizmi_w_h.jpeg)
ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომლის შედეგებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რომლის მიხედვითაც - თუ ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ქიმიური ნაერთის, ბისფენოლ A-ს (იგივე BPA) დონე ნორმაზე 3-ჯერ მეტია, იმის რისკი რომ ბავშვს მომავალში აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვან 3-ჯერ იზრდება.
აუტიზმი ფსიქიკის ისეთი აშლილობაა, რომელიც პიროვნების სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარსა და ქცევას აზიანებს. აუტისტურის სპექტრის მქონე ადამიანები ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში. ასევე, მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქციის ნაკლებობა, განმეორებითი მოძრაობები, მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმის და შეხების მიმართ და ა.შ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით აუტიზმის დიაგნოზი 75 მილიონ ადამიანს აქვს. მამრობით სქესში აუტიზმის გავრცელება 4-ჯერ მაღალია, ვიდრე მდედრობითში.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები 600-ზე მეტი ჩვილის განვითარების პროცესს აკვირდებოდნენ. ისინი გამუდმებით ამოწმებდნენ, რამდენად დიდი იყო ბისფენოლის დონე ორსულებში. აღმოჩნდა, რომ იმ დედების შვილებს რომელთა ორგანიზმშიც, ორსულობის დროს, ბისფენოლ A-ის დონე ნორმას აჭარბებდა, 3-ჯერ უფრო ხშირად უსვამდნენ აუტიზმის დიაგნოზს. ეს მაჩვენებელი 6-ჯერ იზრდება ბიჭების შემთხვევაში.
ბისფენოლ 1 იგივე BPA ქიმიური ნაერთია, რომელსაც პლასტმასას გასამაგრებლად და ლითონების დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად იყენებენ. ის გვხდება პლასტამასაც წყლის ბოთლებში, შესაფუთ მასალებში, სამზარეულოს აქსესუარებში, პოლიეთილენის პაკეტებში, ბავშვის სათამაშოებში, ქაღალდის ქვითრებში და ა.შ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ბისფენოლ A-ის ორგანიზმიდან გამოდევნა საკმაოდ რთულია. ეს ნივთიერება ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში რჩება. მას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის დაქვეითება, სქესობრივი მომწიფების დაჩქარება, ჰორმონალური დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - ასევე, ის უარყოფითად აისახება ტვინის მუშაობაზე. მეცნიერების თქმით, ადამიანის ორგანიზმში ამ ნივთიერების სიჭარბე, შესაძლოა, მეორე ტიპის დიაბეტისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მიზეზიც გახდეს.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს აშშ-ში ”ბისფენოლ A” ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებად აღიარეს.
როგორ შევამციროთ ბისფენოლ A-ის (BPA) ზეგავლენა:
oმეცნიერების თქმით, კარგი იქნება თუ უარს ვიტყვით, პლასტმასას ბოთლებისა და ნაწამის გამოყენებაზე:
o ასევე, შევამცირებთ მეტალის ქილებში დაკონსერვებული პროდუქციის მიღებას;
o უმჯობესია თუ საკვებ პროდუქტებს მინის ჭურჭელში შევინახავთ;
o სალარო აპარატების ქვითრებთან შეხებისას დავიბანთ ხელებს;
o მინისა და ალუმინის ქილების შერჩევისას - უპირატესობას მივანიჭებთ მინას;
o ბავშვების სათამაშოების შერჩევისას - ყურადღება მიაქციეთ, რომ ეტიკეტზე არ ეწეროს „ შეიცავს BPA-ს“.