1739342153
მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულების მზადყოფნასთან დაკავშირებით - ზელენსკი
![ზელენსკი ზელენსკი](https://primetime.ge/uploads/files/2022/02/26/5186/volodimir-zelenski_w_h.jpeg)
მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულების მზადყოფნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ზელენსკი წერს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს ესაუბრა და უკრაინაში რეალური მშვიდობისთვის საჭირო პირობები განიხილა.
„ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს. განვიხილეთ უკრაინაში რეალური მშვიდობისთვის საჭირო პირობები და შევთანხმდით, რომ პუტინთან მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის ერთიანი პოზიციის გარეშე. პრემიერ-მინისტრს ვაცნობე ტრამპთან ჩემი საუბრის შესახებ. განვიხილეთ მთავარი გზავნილები და მთელი ევროპისთვის წარმატებული შედეგების მისაღწევად ყველა ევროპელის პოზიციების კოორდინაციის საჭიროება. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ძლიერი პოზიციიდან, მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიებით და რომ NATO-ში გაწევრიანება იქნებოდა ყველაზე ხარჯეფექტიანი პარტნიორებისთვის“, – წერს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე წერს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა სერიოზული ინვესტიციები უკრაინის თავდაცვის მრეწველობაში.
„ასევე გავაფრთხილე მსოფლიო ლიდერები, არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულების შესახებ მზადყოფნასთან დაკავშირებით“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
I spoke with Polish Prime Minister @donaldtusk. We discussed the conditions needed for a lasting and real peace in Ukraine and agreed that no negotiations with Putin can begin without a united position from Ukraine, Europe, and the U.S.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 13, 2025
I informed the Prime Minister about my…