ეგეოსის ზღვაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1739477123
ავსტრიაში საქართველოს მოქალაქე არალეგალური კოსმეტიკური ოპერაციის ჩატარების გამო დააკავეს.
„მოყვარული ქირურგი“ იმ დროს დააკავეს, როდესაც მის მიერ ნაქირავები ბინიდან, სადაც ის პროცედურებს ატარებდა, 58 წლის ქალი კლინიკაში სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს.
დაზარალებული ეჭვმიტანილთან, სავარაუდოდ, „ნიკაპის აწევის ან გადაჭიმვის“ პროცედურის ჩასატარებლად მივიდა.
ავსტრიის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილმა ქალს ყელის, ყურებისა და ყბის არეში რამდენიმე ჭრილობა გაუკეთა, რასაც ყელის არეში სისხლდენა და სუნთქვის გართულება მოჰყვა. ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც ფაქტის შესახებ პოლიციას ამცნო. 58 წლის ქალის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
პოლიციის განცხადებით, 35 წლის კაცს ავსტრიაში სამედიცინო სფეროში მუშაობისთვის აუცილებელი ლიცენზია არ აღმოაჩნდა. რაც შეეხება „საქართველოში ქირურგად მუშაობას“, ამის შესახებ გამოძიება გრძელდება.