ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
მამაკაცი ესთეტიკურ ცენტრში გასახდომად მივიდა და 70.000 ევრო გამოსძალეს. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, კაცი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდეს. დაზარალებული ამბობს, რომ ესთეტიკურ ცენტრს გახდომის მიზნით მიმართა, მათ მიერ მოთხოვნილი თანხები კი იმდენად დიდი იყო, რომ იძულებული გახდა, ფული ესესხებინა.
მისივე თქმით, მას ხელი მოაწერინეს კონტრაქტზე, რომლის თანახმადაც 70.000 ევრო ეტაპობრივად გამოსძალეს.