ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2025 წლის ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება
1751210254
„ძალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
სუბარის თქმით, საინტერესოა, რა დამსახურებისთვის დააჯილდოვა სააკაშვილმა იანუკოვიჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.
„სააკაშვილის თქმით, იანუკოვიჩმა საქმე აღძრა იუშჩენკოს წინააღმდეგ, საქართველოს „ბუკები“ რატომ მიჰყიდეო. ამის შემდეგ კი სააკაშვილმა იანუკოვიჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. რა დამსახურებისთვის, ნეტავ?“ – წერს სუბარი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების მიცემაზე უარის თქმა, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით, ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ“.